ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

რამაზ ჩხიკვაძე

დაბადების თარიღი: 12.04.1962

დაბადების ადგილი: ქ.ტყიბული

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, მეუღლე, ორი შვილი

ელ. ფოსტა: ramaz.chkhikvadze@kutaisi.gov.ge

განათლება:  გეოლოგიის ფაკულტეტი -თსუ  1981-1986

სამუშაო გამოცდილება: კოლხეთის ჰიდრო მეტეოროლოგიური ობსერვატორია 1986-1998

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი  1988-1992

საქართველოს დიზაინერთა კავშირი(საგეგმო განყოფილების უფროსი) 1992-1994

ტელე რადიო კომპანია „რიონი“

სპორტული პროგრამების რედაქტორი, შემოქმდებითი გაერთიანება „სპექტრი“ რედაქტორი, საინფორმაციო პროგრამების დირექტორი, სპორტული პროგრამა „არენა“ ავტორი და წამყვანი (1992-2016)

ეკონომიკის სამინისტრო- მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი-იმერეთის ფილიალის დირექტორი(1996-1999)

ს.კ. „ქუთაისი ტორპედო“ -პრესსამსახურის უფროსი (1998-2000)

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე (2002-2003)

გაერთიენებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია (2002-2003)

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

ქუთაისის საქალაქო რადიო (2002-2006)

დირექტორი

ტელეკომპანია „ქუთაისი“ 2002-2003

დირექტორი

ქუთაისი სპორტის სასახლე

მთავარი სპეციალისტი

ს.კ  „ტორპედო 2008“ (2008-2010)

პრესსამსახურის უფროსი

ს.კ. „ქუთაისი ტორპედო“

გუნდის მენეჯერი (2010-2016)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია-მიხეილ მესხის სახ.სტადიონი

დირექტორი  2016-2017

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები:

1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე;

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 36–ე მუხლის და ამ დებულების მე–100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას); ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ სხვა დავალებებს.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.

2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

3. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში.

4. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.

5. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები.

გააზიარე