ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

მედიკამენტებით უზრუნველყოფა

--------------------------------------------------------

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან: ქალაქ ქუთაისში და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 65000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირები; ნათესაურ და არანათესაურ  მინდობაში მყოფი შშმ ბავშვები;  ომისა და სამხედრო ძალების შშმ ვეტერანები, რომლებსაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი ან მიეკუთვნებიან 65 წლის ზემოთ ასაკის პირებს და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები. 
      სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე და ნათესაურ/ არანათესაურ მინდობაში მყოფი შშმ პირებისათვის დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები დახმარებით ისარგებლებენ ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.  ომისა და სამხედრო ძალების შშმ ვეტერანები, რომლებსაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი ან მიეკუთვნებიან 65 წლის ზემოთ ასაკის პირებს, დახმარებით ისარგებლებენ  წელიწადში ერთხელ და დახმარების მოცულობა განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. წლიური ბიუჯეტი შეადგენს 40.0 ( ორმოცი ათასი) ლარს.
    ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარებით ისარგებლებს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირი.
    ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაიცემა საგარანტიო წერილის საშუალებით.
    განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მოკვლევის საფუძველზე, დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების გათვალისწინებით.      
     ბენეფიციარი, დახმარების მიღების მიზნით, განცხადებასთან ერთად წარმოადგენს საჭირო დოკუმენტაციას.
    ა)  სოციალურად დაუცველები (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) პირი წარმოადგენს: პირადობის დამადასტურებელ საბუთს, ფორმა-100-ს სამედიცინო დაწესებულებიდან, ანგარიშ-ფაქტურას აფთიაქიდან და სოციალური მომსახურების სააგენტოდან - ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
    ბ) ნათესაურ და არანათესაურ მინდობაში მყოფი შშმ ბავშვების შემთხვევაში, დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, შშმ ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფორმა 100 -სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან.
   გ)  ომისა და სამხედრო ძალების შშმ ვეტერანებზე, რომლებსაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი ან მიეკუთვნებიან 65 წლის ზემოთ ასაკის პირებს, დახმარება გაიცემა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმარველოს მომართვის საფუძველზე, შემდეგი თანდართული დოკუმენტაციის შემთხვევაში-ბიუჯეტი 40.0 ( ორმოცი ათასი) ლარი.
     პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი, ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შვილების დაბადების მოწმობის ასლები, ფორმა 100-სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან. 
   დ) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ საბუთს, ანგარიშ-ფაქტურას აფთიაქიდან და ფორმა 100 სამედიცინო დაწესებულებიდან. 

  ე) ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორ დადებითი დიაგნოზის მქონე რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მედიკამენტებით (ტრანსტუზუმაბი) თანადაფინანსებასი დახმარება.

აირჩიეთ პროგრამა \/
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.