ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

მდგრადი ენერგეტიკის კვირეული ქუთაისში „კერძო სექტორის ენერგო აუდიტორთა ტრეინინგის და შენობებში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ პროექტის ფარგლებში

8 ივნისი, 2018

ცნობიერების ამაღლების კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ქუთაისში „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს“ მიეძღვნა. შეხვედრაზე მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა „მერების შეთახმების“ ფარგლებში განხორციელებულ ენერგოეფექტურ ღონისძიებებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე მოხდა პოსტერების პრეზენტაცია, რომლებიც მომზადდა სკოლების გუნდების მიერ კონკურსის - „ჩემი ენერგოეფექტური სკოლა“ ფარგლებში. კონკურსში მონაწილეობდნენ ქუთაისის N1, N2, N3, N5 და N41 საჯარო სკოლები. კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები და სუვენირები, ხოლო გამარჯვებულ წმინდა ნინოს სახელობის N3 საჯარო სკოლას კი ვაუჩერი/პრიზი ენერგოეფექტური ელექტრომოწყობილობის შესაძენად. პროექტი დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ.

გააზიარე