ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ქუთაისში სკვერების განათება მიმდინარეობს

18 სექტემბერი, 2018

ა(ა)იპ „ქუთგანათების " სერვისის მიერ, იაკობ ნიკოლაძის სკვერში თანამედროვე ტიპის დეკორატიული სანათები დამონტაჟდა.ადგილზე არსებული ძველი სანათები, დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული იყო რომელიც ე.წ. ლედ ტიპის სანათებით ჩანაცვლდა.

სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ა(ა)იპ „ქუთგანათების" სერვისის მიერ განათებები უკვე 7 სკვერში შეიცვალა.

გააზიარე