ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში ლეგენდარული მორაგბის ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა

19 ივნისი, 2019

ქუთაისში ლეგენდარული მორაგბის ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, დღესვე სახელოვანი მორაგბის მემორიალური ტურნირი მოეწყო. ღონისძიებებში ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იმერეთის მხარეში იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრებები რაგბის აკადემიაში მიმდინარეობდა, სადაც 2005-2006 წლებში დაბადებული მორაგბეები ჩაერთვნენ. ტურნირის წინ ნუგზარ ძაგნიძის სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიხსნა. ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება.

გააზიარე