ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20 იანვარი, 2019

ქუთაისში ბარათაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, სადაც ინდივიდუალურად მოისმინა ადგილობრივების მოსაზრება მიმდინარე სამუშაოებზე. შესაბამისად ქალაქის მერი ბარათაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ყველა საკითხის დადებითად გადაჭრას და მათი ინტერესების გათვალისწინებას დაჰპირდა.

 

ბარათაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე " ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 მლ ლარს შეადგენს.

გააზიარე