ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ქუთაისში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ასფალტის საფარი დაიგება

20 სექტემბერი, 2018

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო. პირველ ეტაპზე ძველი საფარის აღება და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე" ასრულებს. პროექტის ღირებულება 267 000 ლარია სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში იგეგემება გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ავტოსადგურის მთელს ტერიტორიაზე.

,,ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურულად. ჩვენ მოსახლოებას დავპირდით, რომ ადგილზე ასფალტის საფარს და სანიაღვრე სისტემას მოვაწესრიგებდით და მათთვის აქ გადაადგილება პრობლემა აღარ იქნებოდა.

უკვე დავიწყეთ სამუშაოები, რომელიც ადგილზე გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს. მოასფალტდება ავტოსადგურის არამხოლოდ წინა ნაწილი უკან მიმდებარე ტერიტორიაც,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გააზიარე