ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ქუთაისში ალილოს მსვლელობა მოეწყო

7 იანვარი, 2019

ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა, ტრადიციულად დილიდან დაიწყეს.

ანსამბლ ,,ნაი-ნაის" წევრები „ალილოს“ სიმღერითა და ურმებით, რომლებზეც ნობათი შეგროვდა ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.

შობის მახარობლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმერეთის გუბერნიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და საშობაო ნობათი გადასცა. შობის მახარობლები  ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ნობათი წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და დღის ცენტრებს გადაეცა.

გააზიარე