ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ქუთაისში 2 საბავშვო ბაღს დამატებითი ფლიგელები უშენდება

4 იანვარი, 2019

ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის 2  დაწესებულებას დამატებითი ფლიგელები უშენდება, რაც ბაგა-ბაღებში ჯგუფების რაოდენობას გაზრდის. ფლიგელები, ქუთაისის N15 და N33 საბავშვო ბაღებს დაემატება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილემ გიორგი იობაშვილმა დაათვალიერეს.

„ჩვენთვის პრიორიტეტი მუდამ იყო და რჩება მომავალი თაობა. ბაღების გაფართოება უბნების მიხედვით კონტიგენტის ზრდამ გამოიწვია. შენობის ფართები კი საკმარისი არ იყო. ორივე ბაღს მაღალი სტანდარტის ორ-ორ ჯგუფიანი კორპუსი მიუშენდება“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. ქუთაისის N15 და N33 საბავშვო ბაღებში მშენებლობებს კომპანია „TU-KA” აწარმოებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 471 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე