ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ქუთაისის მერმა ქუთაისში მცხოვრებ 104 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

1 აგვისტო, 2018

დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისში მცხოვრებ მხცოვან ქალბატონს დაბადების დღე კახიანოურის მაჟორიტარ დეპუტატ, ელეონორა არჩაიასთან ერთად მიულოცა. 104 წლის ქეთევან კიკნაძეს ქალაქის მერი სახლში ესტუმრა და საჩუქრები მიუტანა. ამასთან იუბილარ ქალბატონს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასი ლარი ჩაერიცხა. „ჩვენ ასწელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს ტრადიციულად დაბადების დღეს ვულოცავთ. გვაქვს ბიუჯეტში სპეციალური პროგრამა რომელიც საშუალებას გვაძლევს ფინანსურადაც დავასაჩუქროდ ისინი,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ

გააზიარე