ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

კონფერენცია „100% იანი განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის თაობაზე

11 დეკემბერი, 2018

ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია „100% იანი განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის თაობაზე აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და კავკასიის რეგიონში” გრძელვადიან პროცესს ეძღვნება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებმა შეთანხმება დადეს 2050 წლამდე 100% იანი განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის თაობაზე მთლიანად გადავიდნენ. აღნიშნულ პროექტში ჩართულია ქალაქი ქუთაისი. სწორედ ქუთაისის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა აღნიშნულ კონფერენციაზე ნინო თვალთვაძე. შეხვედრაზე ენერგოეფექტური ქალაქების ჩამოყალიბების, ფინანსების მოძიებისა და საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით საკითხები განიხილეს. მათ შორის ვალდებულებები და პრობლემის გადაჭრის გზები.

გააზიარე