ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

კონკურსი მენტორების შესარჩევად

21 მარტი, 2019

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია თავის პარტნიორებთან ერთად: ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (ქუთაისი), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’  (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი) ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+’’ პროექტს ‘Journey’- ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის’’.

პირველ ეტაპზე პროექტი მიზნად ისახავს მენტორების შერჩევას აპლიკაციების საფუძველზე, ხოლო შემდეგ ეტაპზე კი ჩატარდება გასაუბრება ინგლისურ ენაზე.

მთავარი მოთხოვნები მენტორების შერჩევის დროს არის:

1)       მენტორებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის გამოცდილება შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა, ბიზნესი, განათლება, ახალგაზრდული საქმეები;

2)       მენტორობა არის მოხალისეობრივი ხასიათის (არ ანაზღაურებადი სამსახური);

3)       მენტორები სრულად უნდა იყვნენ ჩართულები პროექტით გათვალისწინებულ ყველა აქტივობაში პროექტის დასრულებამდე;

4)       მენტორები კარგად ან თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (B1 or B2) რადგან პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური და ვიზიტების დროს საკომუნიკაციოდ გამოყენებული იქნება მხოლოდ ინგლისური ენა)

5)        მენტორობის მსურველებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია (უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე და ატვირთონ CV)

6)       აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა: 3 აპრილი.

7)       დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: interrelations@kutaisi.gov.ge (ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული სამსახური, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება)

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემული ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdXMgmCCS-drPg69wWjIRxZdQgxbPXou_ZwIyD3plCzG8Tnxg/viewform

გააზიარე