ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

კონკურსები

14 მაისი 2019

ქალაქ ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლის ესკიზისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესარჩევი კონკურსი

კონკურსის მიზანი - პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლის ესკიზისა და სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საუკეთესო საკონკურსო წინადადების შერჩევა;
საკონკურსო წინადადების ფასი - 4000 ლარი 
ქანდაკების დამზადებისა და განთავსების ღირებულება - არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს
საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ძეგლის ესკიზის 20 სმ - 45 სმ  ზომის მაკეტის სახით, რომელიც დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისაგან და ისე უნდა იყოს შეფუთული რომ დაცული იყოს დაზიანებისაგან მაკეტს თან უნდა ახლდეს სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად ( ელ. ვერსია excel ფორმატში ) ასევე ძეგლის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძეგლის განშლის ამსახველი ფოტომასალა, მასშტაბის მითითებით (ფოტომონტაჟი). ძეგლის განთავსების ადგილია ციფერყანწელთა ქუჩა პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მოქანდაკისა და არქიტექტორის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე კონკრეტული ადგილის შერჩევა არ იზღუდება
წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2019 წლის მაისი 28 მაისი
 საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ადგილი -  ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (რუსთაველის #3)
მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) პარამეტრები
ქანდაკება: ჩამოსხმული თითბერში, ზომებში არაუმეტეს 1,3 ნატურისა;
პიედესტალი: ქვის, გრანიტი
ძეგლისა და პიედესტალი მასალა: განთავსების ადგილზე არსებული ტერიტორიის აგროდიზაინის გათვალისწინებით;
საძირკველი: შესაბამისი გამოთვლებით, ძეგლის ზომების გათვალისწინებით;
ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს განათება-მინათების საშუალებები ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნული ძეგლი უნდა იყოს სივრცეში თავსებადი
ძეგლის დამზადებისა განთავსების ვადა წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეს;
საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი შეფასების კრიტერიუმები 
ძირითადი კრიტერიუმი - ძეგლის ვიზუალური მხარე 
დამატებითი კრიტერიუმი -  ძეგლის დამზადებისა და განთავსების ღირებულება 
შენიშვნა:შეფასებისას კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით.
 
•    შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტები:
 
ა)ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7
ბ)დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3

დაგვიკავშირდით: culturekutaisi@gmail.com

19 აპრილი 2019

2019 კონკურსი თავისუფალ თემაზე - ბლოგების შექმნა, გამარჯვებული საჯარო და კერძო სკოლების ბლოგების ავტორების ფულადი დაჯილდოება

კონკურსის ლაიტმოტივია: 
,,შექმენი ბლოგი შენთვის საინტერესო თემაზე, გააცანი შენი თავი საზოგადოებას და შენი წვლილი შეიტანე წიგნიერების დონის ამაღლებაში“.

ბრძანების გადმოწერა

დებულების გადმოწერა

18 მარტი 2019

ქართული ენის დღე - კალიგრაფიის კონკურსი, გამარჯვებულების ფულადი დაჯილდოება, საუკეთესო ხელნაწერების გამოფენის მოწყობა 2019

კონკურსი ემსახურება ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის -  ქართული დამწერლობის, კალიგრაფიული ხელოვნებისა და ანბანის პოპულარიზაციას, ხელით წერის კულტურის განვითარებას.

ბრძანების გადმოწერა

დებულების გადმოწერა

18 მაისი 2018

,,თავისუფალი თემა’’ - ბლოგების შექმნა, გამარჯვებული საჯარო და კერძო სკოლების ბლოგების ავტორების ფულადი დაჯილდოება

კონკურსი, "თავისუფალი თემა" ემსახურება მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული პრეზენტაციის უნარების გამოვლენას და განვითარებას. კონკურსანტების მიერ მომზადებულ ბლოგებში ასახული იქნება უშუალოდ მოსწავლეების მიერ დანახული.

პირველ ეტაპზე შერჩეული ბლოგების ავტორები გააკეთებენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.

კონკურსის ორგანიზატორია და კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული სამსახური მეორადი სტრუქტურული ერთეული კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილებასთან ერთად.

ბრძანების გადმოწერა

დებულების გადმოწერა