ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა

--------------------------------------------------------

მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან ან შვილად აყვანილი, მათთვის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა;  სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, მიტოვების რისკების პრევენციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად და ასევე, სახელმწიფო მზრუნველობიდან რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, მატერიალური დახმარების გაწევა; ჰემოდიალიზზე მყოფი პირების (პაციენტების), მუდმივად სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი: ბავშთა დაწესებულების (ფილიალების) ყოფილი აღსაზრდელები, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან გამოსული პირები, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება; ოჯახები, რომელთა წევრთა შემადგენლობიდან სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულია ან  რეინტეგრირებულია ერთი ან მეტი ბავშვი და აქვთ ამ პროგრამაში ჩართვის საჭიროება;  ჰემოდიალიზზე მყოფი პირები (პაციენტები), რომელთაც აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება. ქვეპროგრამის პირველი და მეორე პუნქტის  სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება კომპეტენტური ორგანოს /სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს/ მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება პირის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებისა და ვადების შესახებ, დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი წესით შემუშავებული და გაცემული დასკვნა-რეკომენდაცია ქვეპროგრამაში 18 წელს მიღწეული პირის ან ოჯახის ჩართვის საჭიროების შესახებ.  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა წრის დახმარება განსაზღვრულია თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მიღების უფლება წარმოეშობათ სრულწლოვანების მიღწევის მომდევნო თვიდან მიმდინარე საბიუჯეტო წლის დასასრულამდე. ბენეფიციარს დახმარება დაენიშნება მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ფინანსური დახმარება გაიცემა პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თითოეულ ბენეფიციარზე ჯამში არაუმეტეს 12 თვისა.  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მეორე პუნქტში მითითებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ თითოეულ რეინტეგრირებულ ბავშვზე თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.  მატერიალური დახმარება მიეცემა ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და იმავდროულად, ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახს/პირს, რომელსაც  2019 წლამდე მოპოვებული აქვს და არ აქვს შეწყვეტილი რეინტეგრაციის შემწეობის მიღების უფლება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და ასევე, 2019 წლის განმავლობაში მოიპოვებს ამ უფლებას. დახმარების გაცემის ვადა განისაზღვრება რეინტეგრაციის მოქმედების ვადით. ბენეფიციარებს დახმარების მისაღებად უფლება  წარმოეშობა, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. პროგრამაში ჩართული ოჯახები მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილდებიან  რეინტეგრაციის  სახელმწიფო პროგრამით მომსახურების ვადის დასრულებამდე 2019 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევაში, მატერიალური დახმარება შესაძლებელია, დასკვნა-რეკომანდაციის საფუძველზე გაიცეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, მისი ოჯახში დაბრუნებამდე ერთი თვით ადრე.  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მესამე პუნქტში მითითებულ ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს დახმარება გაეწევათ თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა ბენეფიციარის განცხადებით მომართვიდან, საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარები რეგისტრირებული (მცხოვრები) უნდა იყვნენ ქალაქ ქუთაისში. ბენეფიციარებმა განცხადებასთან და პირადობის დამადასტურებელ მოწმობის ასლთან ერთად უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტმა ცნობა - სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100). პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მომსახურება შეუწყდებათ: პირადი განცხადების, გარდაცვალების, საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასვლისა და პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში.

აირჩიეთ პროგრამა \/
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.