ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

გაეროს მოდელირების კონფერენცია ქუთაისში

15 სექტემბერი, 2018

ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის დარბაზში გაეროს მოდელირების კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლეს.

მხარეებმა გაეროს მოდელირების კონფერენციის მნიშვნელობასა და მასში ქუთაისის ჩართულობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს არის პირველი მასშტაბური საერთაშორისო პროექტი ქუთაისში, რომელშიც 10 დამეგობრებული ქალაქიდან იღებენ ახალგაზრდები მონაწილეობას.

გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 60 ახალგაზრდა, საიდანაც 30 ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 30 ქ.ქუთაისთან დაძმობილებული 9 ქალაქიდან არის წარმოდგენილი.

გაეროს მოდელირების მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ -LDA, ქალაქ ქუთაისის მერიასთან, გაეროს განვითარების ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით.

გააზიარე