ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ბიზნეს ფორუმი ქუთაისში

10 აპრილი, 2019

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მ/წლის 3-4 მაისს აწყობს პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს იმერეთის რეგიონის ცენტრში, ქალაქ ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ინიცირებულია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი აქტივობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის  ფარგლებში.

ფორუმის დასკვნით ეტაპზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ქუთაისში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეთა სტიმულირებისათვის მართავს კონკურსს და   დაჯილდოების ცერემონიალს „წლის ბიზნესი“. კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული 5 ნომინაციაში, რომელსაც გამოავლენს სპეციალური დროებითი კომისია. ნომინაციები შემდეგია:

წლის ქველმოქმედი

გამარჯვებულად გამოვლინდება კონკურსის ის მონაწილე, რომლის მიერ ქალაქ ქუთაისში

2018 წლის განმავლობაში კონკრეტული პირის/პირების, ან საზოგადოების სასარგებლოდ გაწეული, დოკუმენტურად დადასტურებული ქველმოქმედების ოდენობის (ფულად

მაჩვენებლებში) ხვედრითი წილი (%) მის საერთო შემოსავლებში ყველაზე მაღალია. ამ ნომინაციაში შეფასებისათვის კონკურსანტმა უნდა შეავსოს დანართიN2-ის 1 და 4 გრაფები.

წლის ექსპორტიორი

გამარჯვებულად გამოვლინდება კონკურსის ის მონაწილე, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ქუთაისში და ყველაზე მეტი ღირებულების ექსპორტი აქვს გადატვირთული საქართველოდან/ქუთაისიდან 2018 წლის განმავლობაში. ამ ნომინაციაში შეფასებისათვის კონკურსანტმა უნდა შეავსოს დანართიN2-ის 5 გრაფა.

წლის დამსაქმებელი

გამარჯვებულად გამოვლინდება კონკურსის მონაწილე ის კომპანია, რომელსაც 2018 წელს ანაზღაურებად პოზიციაზე ყველაზე მეტი დასაქმებული ჰყავდა ქალაქ ქუთაისში. ამ ნომინაციაში შეფასებისათვის კონკურსანტმა უნდა შეავსოს დანართიN2-ის 3 გრაფა.

წლის ქალი მეწარმე

ნომინაციაში მონაწილეობის უფლება აქვს იმ კომპანიებს, რომელთა ხელმძღვანელი, ან აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის მდედრობითი სქესის. გამარჯვებულად გამოვლინდება კონკურსის მონაწილე ის კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია (მომსახურება/სამუშაო) აქვს რეალიზებული (საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათვალისწინებული საშემოსავლო ან მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციით განსაზღვრული დასაბეგრი შემოსავალი) 2018 წლის განმავლობაში. ამ ნომინაციაში შეფასებისათვის კონკურსანტმა უნდა შეავსოს დანართიN2-ის 1 გრაფა.

წლის ინვესტორი

გამარჯვებულად გამოვლინდება კონკურსის მონაწილე ის კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ექნება განხორციელებული ქ. ქუთაისში 2018 წლის განმავლობაში (კონკურსის აღნიშნულ ნომინაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ კომპანიებსაც, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ქუთაისში). ამ ნომინაციაში შეფასებისათვის კონკურსანტმა უნდა შეავსოს დანართიN2-ის 2 გრაფა.

ასევე დაწესდება ქუთაისის მერიის სპეციალური პრიზი აღნიშნული ნომინაცია გადაეცემა იმ ბიზნეს სუბიექტს, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქ ქუთაისისათვის. ამ ნომინაციაში გადაწყვეტილება მიიღება დროებითი საკონკურსო კომისიის მიერ.

განაცხადის ფორმა და საკონკურსო დოკუმენტაცია იხილეთ დანართში.

კონკურსის პროგრამის და პირობების გადმოწერა

გააზიარე