ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ავტოსადგურის ტერიტორიაზე გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს

26 სექტემბერი, 2018

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე" ასრულებს მიმდინარეობს შიდა გზების კაპიტალური შეკეთება. იგეგმება, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება და ახალი ასფალტის საფარის დაგება.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს. ქუთაისის მერის განცხადებით კეთდება გზა, რომელიც ბოლო 30 წელია დაზიანებული იყო და მოსახლეობის გულისწყრომას იწვევდა. ამასთან სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, რათა ადგილობრივ მცირე ბიზნეს და მოქალაქეებს ნაკლები პრობლემები შეექმნას გამოწვეული შეფერხებების გამო. ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 264 ათას ლარამდე იხარჯება.

გააზიარე