ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

--------------------------------------------------------

პროგრამა ითვალისწინებს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში  რეგისტრირებული და მცხოვრები 2-15 წლის ჩათვლით ბავშვების, რომელთა ძირითადი დიაგნოზია (ICD-10) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები (F84.0,F84.9), სარეაბილიტაციო მომსახურებას. პროგრამაში პირველადი ჩართვის შემთხვევაში ბენეფიციარის დიაგნოზი განსაზღვრული უნდა იყოს ADOS ტესტირების შედეგის საფუძველზე.  მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებს წარუდგინოს პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ქვეპროგრამით განსაზღვრულ სერვისებს წარმოადგენს: მიმწოდებლის მიერ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა; ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება თავის მხრივ მოიცავს საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის – რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ბენეფიციარისათვის ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, კომპლექსური თერაპიის მიწოდებას, თვეში, არაუმეტეს, 20 ინდივიდუალური სეანსისა (მათ შორის, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა); ქვეპროგრამით განსაზღვრული თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ, 1 საათს; ქვეპროგრამის ფარგლებში, წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა ოდენობამ უნდა შეადგინოს არანაკლებ, 14 სეანსი, ხოლო წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, სეანსების ოდენობის არანაკლებ 3/4; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება) და კონსულტირება ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; მიმწოდებელი, ქვეპროგრამაში ჩართვისას, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოადგენს სიას მასთან აღრიცხვაზე მყოფ იმ პირების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის კრიტერიუმებს. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის სიას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ქალაქ ქუთაისში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, ADOS ტესტირების შედეგი; ამასთან, სერვისით უწყვეტად სარგებლობისათვის, ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში უნდა იქნეს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა). ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მიმწოდებელთან, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ახალი მოსარგებლის ჩართვა ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი). ქვეპროგრამაში ჩართვისას, პრიორიტეტი მიენიჭება მომლოდინეთა რიგში/სიაში მყოფ სოციალურდ დაუცველ ოჯახს, რომლის ქულა არ არემატება 70 000;  ასევე იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა განმახორციელებელს განცხადებით. გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სრულად,თითოეულ ბენეფიციარზე 420 ლარის ოდენობთ. 6 თვეში ერთხელ მომსახურების მიმწოდებლები, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში წარმოადგენენ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა) შეფასების შედეგებს. მიმწოდებლის მიერ, შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, შემდეგი ფორმის მიხედვით:  ინფორმაცია ბენეფიციარების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი); ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ(ქცევის გამოყენებითი ანალიზის, მეტყველებისა და ოკუპაციური თერაპიის კურსის თვეში ჩატარებული სეანსების რაოდენობისა და ასანაზღაურებელი თანხის თაობაზე). ინფორმაცია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის შესახებ;  ანგარიშ-ფაქტურა. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების, სულ მცირე, 1 წლიანი გამოცდილება. ბ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის - ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და სხვა - ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; 
გ) ჰყავდეს ქცევითი თერაპევტი (10 მოსარგებლეზე, არანაკლებ, 1 თერაპევტი. ამასთან, თუ ქცევითი თერაპევტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 10 მოსარგებლე), რომელიც არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ - ჩვევების მქონე დიპლომირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი) და გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადების საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც  დასტურდება სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით და აქვს ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების, სულ მცირე,  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;  დ) აუცილებელია, ყოველ 5 ქცევით თერაპევტზე ჰყავდეს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), ამასთან, თუ სუპერვაიზერი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს ის ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში ზედამხედველობას უნდა უწევდეს 5 ქცევით თერაპევტს და შესაბამისად, არაუმეტეს 50 ბენეფიციარს უნდა მართავდეს) რომელსაც შეუძლია: ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP და სხვა);  ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა;  აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის, სულ მცირე, 2 წლის გამოცდილება; სრულად გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით. ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად). 
ვ) ჯგუფური სეანსის შემთხვევაში, ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს  2 და მაქსიმალური 4, ხოლო ყოველი 2 მოსარგებლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული 1 შესაბამისი სპეციალისტი არაუმეტეს 4 ჯგუფური თერაპიისა თვეში. 

აირჩიეთ პროგრამა \/
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.