ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ანტიკორუფციული სტრატეგიის განხილვა

6 აგვისტო, 2018

დღეს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებსა და უცხოელ ექსპერტებს შეხვდა. გაეროს განვითარების პროგრამა ქუთაისს ადგილობრივი თვითმმართველობის ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნასა და მართვაში დაეხმარება.. ქუთაისის მერიამ ანტიკორუფციული სტრატეგია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაამტკიცა. ქუთაისის პირველი იყო ქვეყნის მასშტაბით ვინც აღნიშნული ანტიკორუფციული სტრატეგიის გეგმა შექმნა. ამჯერად პარტნიორები, როგორც შეხვედრაზე ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ განაცხადა ანტიკორუფციული სტრატეგიის იმპლემენტაციაში დაუჭერენ მხარს თვითმმართველობას. პროგრამის შემდეგი ეტაპი მონიტორინგისა და საგანმანათლებლო ხასიათის იქნება.

გააზიარე