Hot line:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში საკრებულოს

26 September, 2018

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი დღეს საკრებულოს სხდომაზე სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის 8 თვის ანგარიშით წარსდგა. ანგარიშის წარდგენისას სამსახურის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა ქალაქში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. მისი განცხადებით ქუთაისის მასშტაბით უკვე დასრულებულია 18 ობიექტის მშენებლობა და რეგიონული განვითარების ფონდიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილია 8 მლ ლარზე მეტი. ბექა ყურაშვილმა ასევე ისაუბრა მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე როგორიცაა ოღასკურის კალაპოტის წმენდა და კაპიტალური მოწესრიგება, რომელიც ბიუჯეტიდან 500 000 ლარით ფინანსდება. ასევე თბილისის ქუჩის და თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე. მისივე განცხადებით ქალაქის მასშტაბით უკვე დასრულებულია 19 საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები. ,,უკვე დასრულდა იაშვილის დუმბაძის და ბარათაშვილის ქუჩების ტენდერი. რომელიც ჯამში 3 მილიონი ლარის პროექტია. მალე დაიწყება ამ ქუჩების სავალი ნაწილისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. ასევე მიმდინარეობს ჭავჭავაძის ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია. დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დასრულდება თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია,"-განაცხადა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხემძღვანელმა ბექა ყურაშვილმა

Share page