ქუთაისში მერაბ კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისიდან 31 აგვისტომდე, აღნიშნულ ქუჩაზე, გელათის ქუჩის კვეთიდან დავით ჩირაძის ქუჩის კვეთამდე, დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:
M3 კატეგორიის N19 და M2 კატეგორიის N141 სატრანსპორტო საშუალებები, სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის ქუჩების კვეთიდან ( საფიჩხიის ცენტრიდან) ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ნაცვლად კოსტავას ქუჩისა, იმოძრავებენ გელათის ქუჩის გავლით.