ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 25-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
✅ პროექტის თანხახმად არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს "ქუთაისის მუნიციპალიტეტის ინსპექციას" მიენიჭა უფლება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს პირს, რომელიც განახორციელებს უნებართვო გარევაჭრობას.
✅ პროექტის თანხახმად არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს "ქუთაისის მუნიციპალიტეტის ინსპექციას" მიენიჭა, უფლებამოსილება განახორციელოს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონება.
✅ საკითხის თანახმად წარმოდგენილი იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას ანგარიში.
✅ წარმოდგენილი იქნა აუდიტის სამსახურის სამუშაო ანგარიში.
✅ ასევე დამტკიცებული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა.