ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გამართა (იურიდიულ საკითხთა კომისია, ეკონომიკის, ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისია)
სხდომაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი განიხილეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ