გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სივრცეების დატბორვა გამოიწვია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე , ირაკლი შენგელია სხვადასხვა ლოკაციაზე , დატბორვის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო და ყველა დაზარალებულს, კომპენტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
მერიის შესაბამისი სამსახურები და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის თანამშრომლები, მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ დახმარებოდნენ მოქალაქეებს, რომ ნაკლები ზიანი მიდგომოდათ მათ სახცოვრებელ სახლებს.
ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის უმეტეს ნაწილში, ქვა-ღორღიდან იწმინდება სანიაღვრე არხები და შემკრები კოლექტორები.