ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა პროგრამით , ქუთაისის მერიაში პროფესიულ სტაჟირებას გადიან.
მერიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ეტაპობრივად გაივლიან სტაჟირებას.
მერიის სამსახურებში სტაჟირებას გადიან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული კონკურსის შედეგების მიხედვით შერჩეული სტაჟიორებიც.
„ მოხარული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები მერიაში გაივლიან სტაჟირებას. ჩვენ გვჭირდება მათი ახლებური ხედვები, მიდგომები. საჯარო სამსახურში მუშაობა მეტად საპასუხისმგებლოა და თუკი ჩვენი სტაჟიორები მომავალში აირჩევენ საჯარო მოხელეობას, მათ უკვე გათავისებული ექნებათ ეს პასუხისმგებლობა. „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერია სტაჟიორთა მიღებაზე კონკურსს კვლავ გამოაცხადებს.