საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქუთაისში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართა.
იმერეთის მუნიციპალიტეტების კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პედაგოგ-მასწავლებლები პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივას გაეცნენ, რომელიც სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას შეეხება.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო- საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.
სახელოვნებო განათლების რეფორმის განხორციელება , საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება.