დღეს ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ქალაქის რამდენიმე ბაღში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ქუთაისის მასშტაბით 37 სახელმწიფო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. სასწავლო პროცესი ყველა ბაღში განახლდა.