ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იესპერ მოლერის შეხვდა. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრის დროს ქუთაისის მერმა , მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ და UNICEF -ის წარმომადგენლებმა ქუთაისის მიერ ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში იესპერ მოლერმა მოინახულა საბავშვო ოთახი, რომელიც მუნიციპალიტეტში „იუნისეფის“ მხარდაჭერით დაარსდა.
მერიაში ასევე გაიმართა შეხვედრა ქუთაისის მერიასთან არსებულ ახალგაზრდულ საბჭოსთან, სადაც საბჭოს წევრებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებასა და იმ თემებზე, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქტუალურად მიაჩნიათ.