ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
ქალაქის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ,საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
იოსებ ხახალეიშვილმა, აწსუ-ში 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხულ პირველკურსელებს სახსოვრად გადასცა რეზო გაბრიაძის წიგნი „ ჩემი პატარა ქალაქი“.
„ ახალ სასწავლო წელს ვულოცავ ყველა სტუდენტს! ეს არის თაობა, რომელზეც არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, არამედ, ისინი დღესაც ხმამაღლა ამბობენ თავიანთ სათქმელს და აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის, ქალაქის ცხოვრებაში.
განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკურსელებს- მათ, ვინც ქუთაისის უნივერსიტეტებში გადაწყვიტა უმაღლესი განათლების მიღება და წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
წინ საინტერესო, მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე დღეები გაქვთ! წარმატებული იყოს თქვენთვის სტუდენტობის წლები!“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.