ქუთაისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა.
ფორუმი საქართველოს და ჩეხეთის სავაჭრო პალატების და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.
ფორუმის გახნას ესწრებოდნენ : ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი პეტრ ჰლადიკი, ჩეხეთის ელჩი პიოტრ კუბერნატი.
ეკონომიკური ფორუმის მიზანი იყო ქართველ და ჩეხ მეწარმეებს შორის ბიზნეს- კავშირების დამყარება. ფორუმში მონაწილეობდნენ წამყვანი და მსხვილი ჩეხური და ქართული კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის: მეტალურგია, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ინჟინერია, წყლის ინჟინერია, გადამუშავება, ფარმაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები,გარემოსდაცვითი კონსულტაციები, წყლის მართვა.
ფორუმის ფარგლებში, კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს ორმხრივ ბიზნეს- შეხვედრებში და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.