ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეებისაგან ის საკითხები მოისმინა, რომელიც მათთვის აქტუალურია.
ირაკლი შენგელია დღეს, ასევე იმ ლოკაციებზე იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებია განსახორციელებელი.