ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი ანა ასათიანი 70 წლის გახდა. მსახიობს საიუბილეო თარიღი დღეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მიულოცა.
ანა ასათიანი 1970 წლიდან დღემდე არის ქუთაისის ი. გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს 100-ზე მეტი თოჯინური პერსონაჟის როლი. იგი შეყვანილია ქართული თეატრის ენციკლოპედიაში და საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ამაგდარის წოდება მიანიჭა.
2023 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებული იქნა ღირსების მედლით.
დღესვე შედგა ანა ასათიანის წიგნის პრეზენტაცია „ფიქრები საკუთარ პორტრეტთან “ ასევე მიენიჭა მას აკადემიკოსის სტატუსი.