ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე საერთაშორისო საზაფხულო სკოლის “ ახალგაზრდები მდგრადი საზოგადოების მშენებლობისთვის“ დახურვას დაესწრო.
საზაფხულო სკოლა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნებისა და ქართველ ახალგაზრდებს შორის მდგრადი საზოგადოების მშენებლობის გამოცდილების გაზიარების“ საკვანძო კომპონენტია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ახალგაზრდები. პროექტის მონაწილეები მსჯელობდნენ და განიხილავდნენ მდგრადი განვითარების მაგალითებს თავიანთ ქვეყნებში.
ქუთაისის მერის მოადგილე სკოლის მონაწილეებს ქალაქში მიმდინარე იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელსაც მხარს საერთაშორისო ორგანიზაციები უჭერენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ვიშეგრადის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სტუმრებმა ისაუბრეს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის, პერსპექტივის და ვიშეგრადის ქვეყნებსა და საქართველოს შორის უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტის (RSDI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ხიდეშელი. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა პანელურ დისკუსიას და კითხვა-პასუხის სესიას.