ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ,,ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეთა შერჩევას იწყებს.
„ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებიდან და ლიდერობის პოტენციალიდან გამომდინარე.
,,ზაფხულის ლიდერთა სკოლა“ 14-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის მოეწყობა ქალაქგარეთ საკურორტო ზონებში, ზაფხულის პერიოდში, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით:
პირველი ნაკადი ( 14-17 წლის 40 პერსონა) - 25-30 აგვისტო;
მეორე ნაკადი (18-29 წლის 40 პერსონა) -30 აგვისტო-4 სექტემბერი;
სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა მ/წლის 18 აგვისტოს 18:00 საათი.
ვრცლად იხილეთ ბმულზე : https://docs.google.com/.../1U3vsrPFnMshpcUSsSHs3IDU.../edit