დაბადების თარიღი: 19.09.1963
დაბადების ადგილი: ხონი
ოჯახური მდგოამრეობა : დასაოჯახებელი
ელ.ფოსტა: iuza.ugulava@kutaisi.gov.ge
განათლება:
• ნ.ი. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სპეციალობა: მანქანათმშენებლობა, ინჟინერ მექანიკოსი
სწავლის პერიოდი: 09.1980 - 07.1985
სამუშაო გამოცდილება:
• ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, სამმართველოს უფროსი
მუშაობის პერიოდი: 1985-2003 წლები
• ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, დირექტორის მოადგილე ეკონომიკის დარგში
მუშაობის პერიოდი: 1983-2007 წლები
• ქ. ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
მუშაობის პერიოდი: 2007-2009 წლები
• შპს კავკასია 2007, დირექტორის მოადგილე მარკეტინგის დარგში
მუშაობის პერიოდი: 2010-2014 წლები
• გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე
მუშაობის პერიოდი: 2014-2015 წლები
• გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი
მუშაობის პერიოდი: 2015-2016 წლები
• ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე
მუშაობის პერიოდი: 2016-2017 წლები
ენები: ქართული, რუსული
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს იუზა უგულავას უფლებამოსილებაში შედის:
ა/ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ/ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ერთი პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
გ/ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
დ/ კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ1 .გ“ და ,,ბ2 .გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების განაწილების თაობაზე;
ე/ საკურატორო სფეროში შემავალი მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) ხელმძღვანელებისა და თანამშრომელთათვის დავალების მიცემის თაობაზე;
ვ/ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული (ა)იპ-ებისათვის გამოსაყოფი ასიგნებების კონტროლი ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით;
ზ/ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;
თ/ სანებართვო პირობების დარღვევისათვის, ასევე უნებართვო მშენებლობისათვის ჯარიმის დაკისრება;