დავით ერემეიშვილი - მერის პირველი მოადგილე

img

დაბადების თარიღი: 01.12.1973
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი
საცხოვრებელი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩეხოვის ქ. N6
ელ. ფოსტა: davit.eremeishvili@kutaisi.gov.ge
განათლება:
•    1988-1991 წლები - ქ. თბილისის, კ.ნ. ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სამხედრო სკოლა, საერთო საჯარისო სპეციალობა;
•    1991-1992 წლები - ქ. მოსკოვის ბალაშიხის უმაღლესი სამხედრო აკადემია, საერთო საჯარისო ფაკულტეტი;
•    1992-1995 წლები - ქ. ქუთაისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ტურიზმის ორგანიზაცია და მართვა;
•    2003-2005 წლები - ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება:
•    1996-2000 წლები - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, პირადი დაცვის თანამშრომელი;
•    2000-2002 წლები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგანგებო ლეგიონი, კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველო, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
•    2002-2003 წლები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ოპერატიული სამსახური, ოპერატიული თანამშრომელი;
•    2003-2005 წლები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
•    2007-2015 წლები - ს.ს. „საქართველოს ბანკი“-ის პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი;
•    2015-2016 წლები -  ს.ს. „საქართველოს ბანკი“-ის პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის რეგიონალური მენეჯერი;
•    01.04.2016-05.05.2019 - შს „მოგო“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დასავლეთის განყოფილების უფროსი; 
•    06.05.2019-დან დღემდე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის პირველი მოადგილე.
ფლობს რუსულ (ძალიან კარგად) და ინგლისურ (საშუალოდ) ენებს.
ჰყავს სამი შვილი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს დავით ერემეიშვილის უფლებამოსილებაში შედის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფისა და კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დაამტკიცოს მიღება-ჩაბარებისა და შედარების აქტები.


  • მისამართი
  • ქუთაისი, რუსთაველის №3
  • მოგვწერეთ
  • contact@kutaisi.gov.ge
  • სამუშაო საათები
  • ორშ-პარ:10:00 - 18:00