ქუთაისის მერად გიორგი თევდორაძე დაინიშნა.
gia_tevdoraze.jpg21 ივნისს ახლადარჩეულმა საკრებულომ მორიგ სხდომაზე ქალაქის მერის დაბიშვნის საკითხი განიხილა. საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა საკრებულოს წევრებს ქალაქის მერის კანდიდატურაზე ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე წარუდგინა, რაზეც თანხმობა დეპუტატთა უმრავლესობამ განაცხადა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც. გიორგი თევდორაძე ქალაქის მერად გასული წლის 25 დეკემბერს დაინიშნა და უფლებამოსილება აპრილის ბოლოს, საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო. მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიით იყარა კენჭი. დეპუტატთა მხარდაჭერის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ქალაქის მერად გიორგი თევდორაძე დანიშნა.