| ქუთაისში ახლადარჩეული საკრებულო შეიკრიბა. |
| დღეს ქუთაისში ახლადარჩეული საკრებულო შეიკრიბა. ქუთაისის 25 კაციანმა საკრებულომ 21 ხმით 4-ის წინააღმდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი აირჩია. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ამირან ხვადაგიანი ამ პოსტზე მეორეჯერ აირჩიეს. იგი საკრებულოს 2006 -2010 წლებში ხელმძღვანელობდა. დღესვე საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის ხელმძღვანელები და ორი ფრაქციის თავმჯდომარეც აირჩიეს. ქუთაისის საკრებულოში 5 კომისია და ორი ფრაქცია იმუშავებს. 25 კაციანი საკრებულოში 21 წევრი ნაციონალური მოძრაობის სიით გავიდა, დანარჩენი 4 კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. |