ქუთაისში კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუა იმყოფებოდა
rurua00.jpgდღეს ქუთაისში კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ადგილობრივებს პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ რეჟისორ ნანა ჯანელიძის მიერ განახლებული და აღდგენილი ვერსია წარუდგინა. ფილმის ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა, სადაც მინისტრი კულტურის მუშაკებს შეხვდა. „ქართული კინოს ისტორია ქუთაისიდან იწყება, სწორედ აქედან დაიწყო პირველი ფილმის გადაღება ვასილ ამაშუკელმა, ამიტომაც გვინდოდა აღდგენილი ვარიანტი ქუთაისლებისათვის გვეჩვენებინა“ - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ. მინისტრი ფილმის პრეზენტაციამდე ქუთაისში, სახელმწიფო კონსერვატორიას სტუმრობდა. დღესვე ნიკოლოზ რურუამ ქუთაისის ოპერის თეატრის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერა.