ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური (შემდგომში-სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის სფეროს მომსახურებას, გარემოს დაცვის საკითხების კოორდინირებას, კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას, ქალაქის ტერიტორიის გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას და ზედამხედველობას, ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით საკითხების გადაწყვეტას, ნარჩენების მართვის ორგანიზებას ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების ხელშეწყობას, სანებართვო პირობების დაცვას;

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №2 სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.

სამსახურის უფროსი
ბექა ყურაშვილი
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text