მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახური

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის
დებულება


მუხლი 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობისსაქმეთა სამსახური
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, (შემდგომში – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

5. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №5 სახელწოდების აღნიშვნით.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სტრუქტურა:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ვაჟა ჯუღელი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე - მანანა ლომიძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე - მაია მურუსიძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსი - მერაბ დანელია

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი - მირანდა კუპრავა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების უფროსი - დემურ ინანეიშვილი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი - თამარ ნიკოლეიშვილი

სამსახურის უფროსი
ვაჟა ჯუღელი
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text