ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახური

ქალაქ ქუთაისის  მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის

ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის

ქონების მართვის სამსახურის

დებულება

მუხლი 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას,  ტურიზმის ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

5. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №7 სახელწოდების აღნიშვნით.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისეკონომიკის განვითარებისდა ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის სტრუქტურა:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი - პანტელეიმონ კლდიაშვილი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - პაატა ლილუაშვილი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი - ირაკლი გოგლიჩიძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების რეგისტრაციის განყოფილების უფროსი - მზევინარ საცერაძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების განკარგვის განყოფილების უფროსი - დავით მუშკუდიანი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი - ნინო ჯუღელი

სამსახურის უფროსი
პანტელეიმონ კლდიაშვილი
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text