სამხედრო სამსახური

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის

დებულება

მუხლი 1 ზოგადი დებულება
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა კანონებისა და მათგან გამომდინარე, ნორმატიული აქტების, აგრეთვე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 3. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. 4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 5. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის N9 სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთველის გამზირი №1.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის სტრუქტურა:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი - ვალერი ყენია

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სამხედრო განყოფილების უფროსი - ზვიად ვაჭარაძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამობილიზაციო განყოფილების უფროსი - ვასილ თუთბერიძე

სამსახურის უფროსი
ვალერი ყენია
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text