საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის

დებულება

მუხლი 1. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური

  1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური, (შემდგომში-სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულებისათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას და ქალაქ ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კანონმდებლობით მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ზედამხედველობას.
  2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
  3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
  4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
  5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
  6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №3 სახელწოდების აღნიშვნით.
  7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სტრუქტურა:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი - ირაკლი ავალიანი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე - რუსუდან ჩინჩალაძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე - ნიკოლოზ გიორხელიძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი - ტარიელ მაკარიძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულების აღების, რეგისტრაციის განყოფილების უფროსი - რუსუდან ბაკურაძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი - გიორგი გაბრიჭიძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი - თინათინბერიშვილი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსი - ცირა ხარატიშვილი

სამსახურის უფროსი
ირაკლი ავალიანი
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text