ადმინისტრაციული სამსახური

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის

დებულება

მუხლი1.მერიისადმინისტრაციულისამსახური

1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ და საბუღალტრო მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას,  ქუთაისის მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენას, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევასა და შეფასებას, მერიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებასა და მონიტორინგს, ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობისა და სიზუსტის შეფასებას, საარქივო მასალების, საქმისწარმოების დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციების ადეკვატურად დაცულობის შეფასებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, რესურსების ხარჯვის, გამოყენების კანონიერების დაცვის, მიზნობრიობის, ეკონომიურობისა და შედეგიანობის შესწავლასა და ანალიზს, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამსახურებრივი გადაცდომების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარებასა და სათანადო დასკვნების წარდგენას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

5. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №1 სახელწოდების აღნიშვნით.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი  - ზვიად ჯავახია

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე - გენადი კუჭუხიძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე - ფიქრია ხაჭაპურიძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი  - ეკატერინე მამისეიშვილი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი - დავით მეგრელიშვილი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსი - ეკატერინე ბოჭორიშვილი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი - ზაზა დევდარიანი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი- გელა ვაშაყმაძე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი - ირაკლი გიორგაძე

საქმისწარმოების, მოქალაქეთა მიღებისა და არქივის წარმოების განყოფილება - ლარისა მახვილაძე (598 957950, 031-245809)

სამსახურის უფროსი
ზვიად ჯავახია
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text