| ზაფხულის საღამოების პროგრამა ძველ ქუთაისში |
|
|
|
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ქალაქის თვითმმართველობა გეპატიჟებათ ,,ზაფხულის საღამოებზე ძველ ქუთაისში" , რომელიც 22 ივლისს ფეიერვერკით,მარი გოლდის, არტფეისის და ლალი ტოტიკაშვილის კოლექციის ჩვენებით გაიხსნება რეაბილიტირებულ უბანში თქვენთვის იმღერებს დუეტი ,,ჯორჯია", უჩვეულოდ მშვენიერ საღამოს გაჩუქებთ ჯგუფი ,,ფრანი" გიორგი ზანგურის და გიორგი შალამბერიძის ულამაზეს პოეზიასთან ერთად. გაიმარეთება დისკოთეკები. თქვენთვის დაუკრავს დინი ვირსალაძე, იმღერებს ეკა კვალიაშვილი. ზაფხულის საღამოებზე კიდევ ერთი დეფილე -ეკა აბულაძის, სალომე და მაგდა კუპატაშვილების შემოქმედების.. და რაც მთავარია, ჩატარდება ,,თეთრი ხიდის" ჩემპიონატი პნევმატური იარაღიდან სროლაში ალტერნატიული როკის ფონზე. იქნება ბევრი მუსიკა და უსაზღვროდ ბევრი ემოცია. ყველა ღონისძიების დასაწყისი საღამოს 9 საათზე და ყველა მათგანი, მხოლოდ რეაბილიტირებულ, ძველ ქუთაისში!
დასწრება უფასოა!!!!!!
22 ივლისს -მარი გოლდი, ,,artface" და ლალი ტოტიკაშვილი. დეფილე ღია ცის ქვეშ და დუეტი ,,ჯორჯია"
27 ივლისს- ჯგუფი ,,ფრანი" გიორგი ზანგურთან და გიორგი შალამბერიძესთან ერთად
2 აგვისტო-ეკა კვალიაშვილის კონცერტი
6 აგვისტო-დისკოთეკა DJ ლევანთან და DJ ZAPPA-სთან ერთად
10 აგვისტო- დინი ვირსალაძე. ეკა აბულაძის, სალომე და მაგდა კუპატაშვილების ახალი კოლექციის ჩვენება
12 აგვისტო- ,,თეთრი ხიდის" ღია ჩემპიონატი პნევმატური იარაღიდან სროლაში და ალტერნატიული მუსიკის კონცერტი. ჯგუფი ,,ლაბირინთი".
ღონისძიებების დასაწყისი საღამოს 9 საათზე. დასწრება უფასოა.
|


