|
პრეზიდენტმა ქუთაისში მაკდონალდსი გახსნა |
|
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისში ჩავიდა . პრეზიდენტმა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე "მაკდონალდსის" შენობა გახსნა.
ამ ქსელის სწრაფი კვების ობიექტი, თბილისის შემდეგ, საქართველოში პირველად, ქუთაისში გაიხსნა. "მაკდონალდსის" მშენებლობა ქუთაისში ერთი წელი მიმდინარეობდა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მშენებარე შენობა და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტის განცხადებით, ვენის საოპერო თეატრის მსგავსი შენობა წლის ბოლოს, ხოლო პარლამენტის შენობა ქუთაისში 2012 წელს გაიხსნება. პრეზიდენტის თქმით, "მაკდონალდსის" ქუთაისში გახსნა ნიშნავს, რომ ქვეყნის მეორე დედაქალაქში ყველა ცნობილი ბრენდის შემოსვლა დაიწყო.
|