|
ქუთაისში ბიზნეს-საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა |
|
|
|
მერიის თეთრ დარბაზში პროექტის ,,ქართული დიასპორა ქუთაისის განვითარებისათვის” პრეზენტაცია შედგა. Pროექტი გაეროსა და ევროკომისიის მიგრაციისა და განვითარების ერთობლი ინიციატივითა და ევრიკავშირის დაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ბიზნეს-საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც კონსულტირებას გაუწევს დამწყებ და მოქმედ ბიზნესმენებს მენეჯმენტსა და მარკეტინგში, ასევე ბიზნესის დაგეგმარებასა და ბიზნეს-გეგმების მომზადებაში. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო” და ,,ქართული დიასპორა პროექტს ერთობლივად განახორციელებენ 18 თვის განმავლობაში.
|