|
|
|
|
ძირითადი ცნობები
ძირითადი სფეროები: ვაჭრობა, მრეწველობა, ტრანსპორტი
ქუთაისი მეორე დიდი ქალაქია საქართველოში თბილისის შემდეგ. ის მდებარეობს იმერეთის ცენტრში მდინარე რიონის ორივე ნაპირზე. ეს არის ადგილი, სადაც რიონი მოედინება კოლხეთის დაბლობზე. ქალაქი სააბტომობილე მაგისტრალების ცენტრში მდებარეობს (აქედან შესაძლებელია დაკავშირება სოხუმთან, ფოთთან, ბათუმთან და ჩრდილო კავკასიის გზით – სამაჩაბლოსთან) რკინიგზით კი ( ბროწეულა – წყალტუბო და რიონი – ტყიბულის ხაზებით) ქალაქი უკავშირდება კავკასიის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალებს. ქუთაისიდან თბილისამდე მანძილლი უდრის 220 კმ. მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით ქუთაისში ცხოვრობს 186.600 ათასი ადამიანი. ქალაქის არეალი 7000 ჰექტარია, რომლის 2/3 დასახლებულია. ქუთაისი დაყოფილია 12 მუნიციპალურ ტერიტორიად. ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით ქალაქს ესაზღვრება ოკრიბის დაბლობი, ჩრდილოეთ – სამგურალის მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კოლხეთის დაბლობი. ქალაქის მოსახლეობა ძირითადად დაბლობში ცხოვრობს. ჩრდილოეთ ნაწილები განლაგებულია მდინარე რიონის ამაღლებულ ნაპირებზე. სამხრეთი ნაწილი საფიჩხიის მაღლობზე, რიონის ერთ-ერთ ტერასაზე მდებარეობს. კლიმატი შედარებით ტენიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი უმეტესად თბილი და მშრალია, ზაფხული კი ცხელი. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 14,5 გრ., რაც 5 გრ. განსხვავდება იმერეთის სხვა რაიონებისაგან. ნალექების რაოდენობა წელიწადში – 1730 მმ. ქალაქის საავტომობილე გზების სიგრძე არის 312 კმ.
|



ႵႠႪႠႵႨ 