ქუთაისის მერიაში ღვაწლმოსილი სპორტსმენი დააჯილდოვეს

მერიის თეთრ დარბაზში სახელოვანი სპორტსმენი, ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე კვერნაძე მიიღეს. ალექსანდრე კვერნაძეს, რომელიც ვეტერანი „ტორპედოელია“ 60 წელი შეუსრულდა. იუბილარს დაბადების დღე ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ალექსანდრე კვერნაძე „ტორპედოს“ იმ რჩეულ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ნათელი კვალი დატოვეს გუნდის ისტორიაში, გულშემატკივართა განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს. სხვადასხვა წლებში ფეხბურთელის ანგარიშზე უამრავი წარმატებული მატჩი და გოლი ირიცხება. ალექსანდრე კვერნაძე ამჟამად 17 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელია. იუბილარმა მერიის თეთრ დარბაზში შეკრებილებს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.


ბოლო სიახლეები

დღეს ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯ ...
2018-02-15 64
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ...
2018-02-13 93
დავით აღმაშენებლის ხსენების დღის აღ ...
2018-02-07 1107
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია პირვე ...
2018-02-07 165
დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპ ...
2018-02-04 210
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text